დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ვირუსები თავს სწორედ დახუთულ სივრცეებს აფარებენ - ბიძინა კულუმბეგოვი 15.05.2021 11:47

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კორონავირსის გადაცემის გზებზე ისაუბრა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გაციება გახდეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის მაპროვოცირებელი, ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს:

 

„დიახ, მართალია, გადაციება ორგანიზმს ასუსტებს და ამიტომ ასეთ დროს ადამიანს ვირუსი უფრო იოლად ერევა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაციებითი დაავადებები იწყება სექტემბრის ბოლოდან, ანუ მას შემდეგ, რაც აცივდება. მნიშვნელობა არა აქვს იქნება ეს რინოვირუსი, პარაგრიპი, კორონავირუსი, გრიპის ვირუსი თუ რომელიმე სხვა. რინოვირუსზე, ანუ ვირუსზე, რომელიც იწვევს სურდოს და ყელის პრობლემებს, მოდის შემთხვევების სრული ოდენობის 50%, მერე მოდის სხვა ვირუსები. სიცივეში ადამიანს შედარებით უქვეითდება  იმუნობიოლოგიური ძალები, მომატებულია ჰიპოდინამია, ანუ ცხოვრების მჯდომარე წესით გამოწვეული კუნთების მოდუნება, ნაკლებად ნიავდება სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები. ადამიანებს ეშინიათ გაციების და კარგად განიავების მაგიერ, ფანჯრის გაღებას ერიდებიან. არადა ვირუსები ასეთ დროს თავს სწორედ დახუთულ, ხალხმრავალ სივრცეებს აფარებენ.“


 

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ვირუსი ჩერდება მას შემდეგ რაც დათბება, მათ შორის ყველაზე ვერაგი, გრიპის ვირუსიც აღარ გვხვდება ზაფხულში, უნდა ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსიც დაემორჩილება ამ კანონზომიერებას. უნდა დავიტოვოთ დიდი იმედი იმისა, რომ ტემპერატურის მატება მას შეაჩერებს.

 

სხვათა შორის ჩინეთის იმ პროვინციებში, სადაც ვირუსის კერა იყო, ყოველდღიურად უფრო ნაკლები ახალი შემთხვევა და მეტი საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტია, რაც შეიძლება იმასაც უკავშირდებოდეს, რომ იქ ტემპერატურამ მოიმატა და 20 გრადუსს მიაღწია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები