დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვისურვებდი, როგორც ადამიანი, რომელიც აღარ არის იმ ასაკში, რომ ქუჩა-ქუჩა ვირბინო და ციხეში იატაკი ვხეხო - მიხეილ სააკაშვილი 20.04.2021 00:15

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში კომენტარი გააკეთა ევროკავშირის მიერ წარდგენილ შეთანხმების დოკუმენტზე:

 

- თუ ნაპირზე არ შევთანხმდით, წყალში შესვლას აზრი არ აქვს. ჩვენ ხომ ვიცნობთ ივანიშვილს, 9 წელია ვიღაცები პარლამენტში მუშაობენ და რას მივაღწიეთ, ერთი მითხარით. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხალხს დათახარეს თვალები და ამის გამო ივანიშვილს შეეშინდა და შედარებით პროპორციული სისტემა მისცეს.

 

ჩემი პირადი აზრია და რწმენა, რომ წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს ქაოსის და არეულობის შემდეგ. მინდა, რომ ეს მოხდეს ინსტიტუტების გამოყენებით. არ მინდა, რომ ვინმეს მიმართ იყოს შურისძიება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მე ვისურვებდი, როგორც ადამიანი, რომელიც აღარ არის იმ ასაკში, რომ ქუჩა-ქუჩა ვირბინო და ციხეში იატაკი ვხეხო. ეს უნდა მოხდეს ინსტიტუციურად და კანონის ფარგლებში. ეს არის ჩემი ბუნებრივი ინსტიქტი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები