დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ვის აძლევდა ხელს "გავრილოვის ღამე"? ოპოზიციას ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და თავად გავრილოვს, რათა გადაეფარა წინა დღეს თავზე დასხმული ლაფი - ამირან სალუქვაძე 22.06.2021 23:49

ამირან სალუქვაძის პოსტი:

ვის აწყობდა "გავრილოვის ღამე" და ასამბლეის მუშაობის ჩაშლა?!
ვაგრძელებ გიორგი გაბუნიას გადაცემაზე გამოხმაურებას, თუმცა, თუ ჩემს 4 დღის წინანდელ პოსტებს ნახავთ, იხილავთ როგორც #1633 რეზოლუციის ანალიზს, რომელსაც დღეს ისევ დავუბრუნდები, ასევე ერთ-ერთ პოსტში დავაანონსე გავრილოვის თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდები მეთქი.
მოუსმინეთ პირველ ვიდეოს, რა სიტყვით მიმართა ირაკლი კობახიძემ რუსეთს, თავისთავად მის დელეგაციას, სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების წარმომადგენლების თანდასწრებით და მიპასუხეთ, ეთანხებით მიმართვის შინაარსს? დაამატებდით ან მიმართვას რაიმეს?
ბევრი საუბრობს დღეს რუსეთთან დიალოგზე. იყო თუ არა ასეთი ფორუმიც გამოსაყენებელი, რათა ჩვენი სათქმელი გაგვეჟღერებინა?
როცა ასამბლეის სესიის გახსნაზე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის დელეგაციას ეუბნება, რომ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა მეორე მართლმადიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას არ უნდა ახდენდეს და მთელი 5 წუთი ამ პათოსით მიწასთან ასწორებს მას, თან ეუბნება, რომ იმედია ასამბლეა ამ ჭრილში წარიმართება, ვის უნდა აწყობდეს ამ ფორუმის ჩაშლა და არათუ სკანდალში, არამედ რუსულ-ქართული ურთიერთობების დაძაბულობის ახალ ეტაპზე გადასვლა?
ეს აწყობდა ოპოზიციას საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისათვის და ეს აწყობდა თავად გავრილოვს, რათა გადაეფარა წინა დღეს თავზე დასხმული ლაფი.
მერე ნახეთ მეირე ვიდეო, როგორ მოტყუებით ააგდეს მოსახლეობა, თითქოს ოკუპაცია გააფორმა ოცნებამ და გავრილივმა ასამბლეის სხდომა კი არა, ჩვენი პარლამენტის სხდომა წაიყვანა.
პარლამენტში ამ ასამბლეის სესია რომ არ უნდა ჩაეტარებინათ, იმ საღამოს პირდაპირ ეთერში ვთქვი, განა იმიტომ, რომ რაიმე ზიანი მივიღეთ ამით, არა, იმიტომ რომ ასეთი ოპოზიცია გყავს ჩასაფრებული.
წესით ჩვენს ინტერესში იყო რუსეთის დელეგაციისთვის 2-3 დღე, სხვა ქვეყნების თანდასწრებით გველაპარაკა, რომ მართლმადიდებლები ასე არ იქცევიან.
ამ მიმართვის შემდეგ რომ მიმართვის ავტორს თანამდებიბის დატოვება მოუწია, ვინ წააგო და ვინ მოიგო?
.ამ მიმართვის მეორე დღიდან ნახევარი საქართველო ამუნათებდა ირაკლი კობახიძეს, მ.შ. ოცნების ზოგიერთი მომხრეც. რატომ, სიცოცხლე გაუმწარა ვინმეს? ასობით და მეტი ადამიანის სიცოცხლის მართლა გამწარებლები ახერხებენ სხვების გამწარებას და დამუნათებას.
აი ესაა სიმართლე "გავრილოვის ღამეზე", ის აწყობდა თავად გავრილოვს და აწყობდა ოპოზიციას.

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები