დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა და დონალდ ტრამპის მხარდაჭერას აგრძელებს 24.09.2020 13:37

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური («BBC russian») აქვეყნებს ამერიკული პრესის მოკლე მიმოხილვას სათაურით „ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა და დონალდ ტრამპის მხარდაჭერას აგრძელებს“, რომელიც გაზეთების „ნიუ-იორკ თაიმს“-ისა და „ვაშინგტონ პოსტ“-ის მასალების მიხედვით არის მომზადებული. თემა: ჩაერევა თუ არა ისევ რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში?

 

„ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა, სავარაუდოდ, გააგრძელებენ აშშ-ის საშინაო საქმეებში ჩარევას და ამ მიზნით შესაბამის იდუმალ პოლიტტექნოლოგებს ნებას მისცემენ, რომ მათ ხელი შეუწყონ ამერიკის პრეზიდენტად კვლავ დონალდ ტრამპის არჩევას, - იტყობინებიან „ნიუ-იორკ თაიმსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოხსენების საფუძველზე.

 

ამერიკული სადაზვერვო ორგანოს მიერ მომზადებული ანგარიში ეთანხმება იმ განცხადებას, რომელიც ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გამართულ ბრიფინგზე გაისმა - შესაძლოა რუსეთი კვლავ ჩაერიოს ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, ანუ ისე როგორც წინა არჩევნებში მოხდა. როგორც ცნობილია, იმ ბრიფინგის შემდეგ რესპუბლიკელებმა მწვავე უკმაყოფილება გამოხატეს, რასაც ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯოზეფ მაგიური შეეწირა - იგი თანამდებობიდან მოხსნეს.

 

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თავის მოხსენების პროგნოზში 100%-ით დარწმუნებული არ არის. ნაწილობრივ ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამერიკელ მზვერავებს, ალბათ, არ ჰყოფნით ხელში ჩაგდებული ინფორმაციები და სხვა პირდაპირი მტკიცებულებები... ვლადიმერ პუტინი ხომ თვითონაც ყოფილი მზვერავია, მან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს - ცდილობს არ ისარგებლოს ელექტრონული მოწყობილობებით, რომლებიც მიყურადების ერთ-ერთი საშუალებას წარმოადგენს.

 

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-54259797

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები