დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მესანთლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - მეუფე გერასიმე ხვალ ტესტირებას გეგმავს 24.09.2020 21:42

 

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მესანთლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს. მათი განცხადებით, მესანთლე თბილისიდან "ამ დღეებში" დაბრუნდა. რაც შეეხება მეუფე გერასიმეს, ეპარქიის ცნობით, ის ჯერჯერობით თვითიზოლაციაში არ არის და კორონავირუსზე ტესტს ხვალ ჩაიტარებს.:

 

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი.ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრი“.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები