დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალი მძევლების ნაწილმა დატოვა 21.10.2020 16:03

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან სამართალდამცველებმა ხუთამდე მძევალი შენობიდან სახანძრო ამწეს საშუალებით გამოიყვანეს. r როგორც "ჯორჯიან თაიმსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მძევლები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები