დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს რისკ-ჯგუფში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების იზოლირება 20.10.2020 14:21

„ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მაღალი სიკვდიალიანობის ასაცილებლად საჭიროა, რომ ადამიანები, რომლებიც შედიან რისკ-ჯგუფებში და არ აქვთ თვითიზოლირების საშუალება, სახელმწიფომ გადაიყვანოს საკარანტინე სივრცეებში. ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

ჭიაბერაშვილის აღნიშნა, რომ თუ საკარანტინე სივრცეებზე საბიუჯეტო რესურსი იხარჯება, სჯობს ის სწორედ რისკ-ჯგუფებში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანას მოხმარდეს.

 

„მაღალი სიკვდილიანობა რომ ავიცილოთ თავიდან, ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს რისკ-ჯგუფში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების იზოლირება. მაგრამ რისკ-ჯგუფში შემავალი ყველაზე დაუცველი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს თვითიზოლირების საშუალება. ამის ფართი და მატერიალური შესაძლებლობა ოჯახების მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს, არადა მთელი საზოგადოების ჩაკეტვის ეკონომიკური რესურსი არ გვაქვს. ამიტომ თუ საკარანტინე სივრცეებზე საბიუჯეტო რესურსს ვხარჯავთ, სჯობს ის სწორედ ამ საქმეს მოვახმაროთ, ოღონდ ვირუსის გავრცელებისგან დაცვის უმაღლესი სტანდარტით. საკარანტინე სივრცეები, დიდი რაოდენობით, უნდა გამოვიყენოთ არაინფიცირებული ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც თვითიზოლირების საშუალება არ აქვთ და რომლებიც ნებაყოფლობით განაცხადებენ ასეთ დაცულ სივრცეებში გადასვლის სურვილს!“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები