დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

თავისუფლების გაუმჯობესებული ინდექსი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას აჩვენებს - გიორგი ცუცქირიძე 05.03.2021 15:41

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"2021 წლის „ჰერითიჯის“ ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, წინა წლებისაგან განსხვავებით იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი გარკვეულწილად ასახავს გლობალური პანდემიის ზეგავლენის ეფექტსაც ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკის შემცირების, ისე ფისკალური დეფიციტის ზრდის ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე.

 

ნიშანდობლივია, რომ ამ მიმართებით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული და 2020 წლის ინდექსთან ანუ პრეკრიზისულ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად, როგორიცაა: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

 

ყველა ეს გაუმჯობესებული მნიშვნელოვანი კომპონენტი აჩვენებს, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე იმ პროგრეს რაც ბოლო წლებში შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირების, რეგულაციების შესუსტების და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების შედეგად. ეს კვლევაც სრულ თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სავალუტოი ფონდის, ისე სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების თუ სარეიტინგო სააგენტოების ბოლოდროინდელ შეფასებებთან და ადასტურებს ყველა იმ პროგნოზს, რომ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა შედარებით სწრაფი ტემპით მოხდება, ვიდრე ეს მედიანური გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდები.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ჩვენი რეგიონის, ისე ევროპის და სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემებს. საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს როგორც ბალტიის სახელმწიფოებს, ისე აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპის ისეთ წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და იტალია.

 

სამთავრობო ხარჯების გაუმჯობესებული კომპონენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, ისევე როგორც ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში შემცირებულია ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც აბათილებს ცალკეული ექსპერტების თუ ოპოზიციის სუბიექტურ კრიტიკას ზომაზე მაღალ და არაეფექტურ სამთავრობო ხარჯებზე და გაზრდილ საგარეო ვალზე.

 

ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობა ასევე აისახა, სასამართლოს ეფექტიანობის შეფასებაში, რაც ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები