დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თამარ კეკენაძე: მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს 22.09.2020 16:43

პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" მიესალმება საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის (IRI) გადაწყვეტილებას,  რომ საქართველოში ჩამოვიდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდი.

 

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის განმარტებით - იმ რეალობაში, როდესაც რუსეთის მხრიდან არის მოლოდინი, რომ  ზეწოლა და არჩვნების პროცესში ჩარევის სურვილი კიდევ უფრო გაიზრდება, ხელისუფლების მხრიდან კი გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული და ყველა სხვა ხელთარსებული რესურსი, პრინციპულად მნიშვნელოვანია,  რაც შეიძლება მეტი ჩვენი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს.

 

"თავისუფალი დემოკრატები მივესალმებით" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გადაწყვეტილებას საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნებზე შემფასებელთა მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით.

 

მინდა თავისუფალი დემოკრატების გუნდის სახელით გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორებისადმი, რომ მიუხედავად კოვიდ 19 გამოწვევისა, ისინი მზად არიან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ხელი შეუწყონ გამჭვირვალე და დემოკრტატიული არჩევნების ჩატარებას. 

 

იმ რეალობაში, როდესაც ველოდებით რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაზრდას და არჩევნებში ჩარევას, ხოლო პარალელურად ხელისუფლების მხრიდან როგორც ადმინისტრაციული, ასევე მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას, პრინციპულად მნიშვნელოვანია,  რაც შეიძლება მეტი ჩვენი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს და ჩვენს მოქალაქეებს გაუჩინოს  რწმენა, რომ მათი არჩევანი იქნება დაცული" , - აცხადებს თამარ კეკენაძე. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები