დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა 27.10.2020 23:44

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები