თბილისში საცხოვრებელ ვაგონში მამაკაცი მოკლეს. ბრალდებული 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ ცხელ კვალზე აიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგამოძიებო ინფორმაციის მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
1982 წელს დაბადებული დაჭრილი მამაკაცი – გ.წ., შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge