დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

თურქული მედია - „ფეტოს“ წევრი „ბათუმელი იმამი“ დენიზლში 40 ათასი დოლარით დააკავეს“ 30.11.2020 18:26

თურქული გაზეთ „სთარ“-ში («Star») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ფეტოს“ წევრი „ბათუმელი იმამი“ დენიზლში 40 ათასი დოლარით დააკავეს“.

 

როგორც ირკვევა, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დენიზლში პოლიციის მიერ სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც ფეთულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) საქმიანობის გამოძიების ჩარჩოებში განხორციელდა. ოპერაციის შედეგად დააკავეს „ფეტოს“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ს.დ., ეგრეთ წოდებული „იმამი“, რომელიც თავს საქართველოს განათლების სფეროს წარმომადგენლად ასაღებდა.

 

ბინის ჩხრეკისას საიდუმლო სეიფი იპოვეს, რომელშიც 40 ათასი აშშ დოლარი და 5 ათასი თურქული ლირა ინახებოდა. ოპერაცია ჩატარდა დენიზლის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტის ანტიტერორისტული სამმართველოს მიერ.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ს.დ. ძებნილად იყო გამოცხადებული, იგი 2000-2011 წლებში ბათუმის დემირელის კოლეჯში ადმინისტრატორად და მასწავლებლად მუშაობდა,

 

წყარო: https://www.star.com.tr/guncel/fetonun-batum-imami-denizlide-40-bin-dolarla-yakalandi-haber-1590483/

 

ავტორ(ებ)ი : სიმონ კილაძე

ბოლო სიახლეები