დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ მოთხოვნებს შორის, რომელიც გუშინ ოპოზიციამ ელჩებს გადასცა, პლებისციტიც არის 05.12.2020 16:28

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ იმ მოთხოვნებს შორის, რომელიც გუშინ ოპოზიციამ ელჩებს გადასცა, პლებისციტიც არის. კითხვაზე, მოთხოვნებს შორის, რომელიც ოპოზიციამ ელჩებს გადასცა, არის თუ არა პლებისციტი, ხვიჩია პასუხობს, რომ არის. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის ერთიანობას, ხვიჩიას თქმით, აზრთა სხვადასხვაობაა. 

 

„ზოგი პლებისციტს, ზოგი არჩევნებს, ზოგი რას ითხოვს, ამ თვალსაზრისით კამათი მიმდინარეობს. ჩვენ, ზოგადად პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილები ვართ, სხვა იდეები, რაზეც მსჯელობა მიდის უფრო მოგვწონს, უბრალოდ ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით პლებისციტის იდეაშიც“, – აღნიშნა ხვიჩიამ. კითხვაზე, არის თუ არა პლებისციტის დროს კითხვის ფორმულირება ასეთი-ეთანხმებიან თუ არა მოქალაქეები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ კითხვა ასეა ფორმულირებული. „კი. თუ დათანხმდებიან, ცხადია კითხვის დაახლოებითი ვერსია ეგ იქნება. ანუ, რომ ხალხს ჰკითხავ თავიდან, უნდათ თუ არა ახალი არჩევნების ჩატარება. როდის და როგორ ეს კამათის საგანია, თქვენ ხომ მეკითხებით ოპოზიციის შეთანხმებაში წერია თუ არა პლებისციტიო, მე გაგეცით ამაზე პასუხი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები