დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მძიმე სასჯელით დასაჯა ოძეკი ასანოიამა, რომლის გამო ორი წლის წინ ტოჩინოშინს მსაჯებმა წაართვეს გამარჯვება 19.06.2021 20:48

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მძიმე სასჯელით დასაჯა 27 წლის ოძეკი ასანოიამა კოვიდ პროტოკოლის დარღვევისთვის. საქმე ისაა, რომ გამოძიებამ დაადგინა, ოძეკი 10-ჯერ შეამჩნიეს კირიამაში (ღამის კლუბისა და კაბარე კლუბის იაპონური ნაზავი), მაშინ, როცა სუმოისტებს კატეგორიულად ჰქონდათ აკრძალული კლუბიდან გასვლა. 

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ასანოიამა 6 ბაშოთი (ერთი წლით) დასაჯა, მას 6 თვის განმავლობაში ხელფასს გაუნახევრებენ და რეიტინგში ადგილს არ შეუნარჩუნებენ. შესაბამისად, ასანოიამა 2022 წლის ივლისის ბაშოსთვის, სავარაუდოდ, მე-4 ლიგაში დაქვეითდება. 

"ოძეკი უნდა იყოს მაგალითი სხვა სუმოისტებისთვის", - განაცხადეს ასოციაციის დირექტორებმა. სასჯელი უფრო მსუბუქი იქნებოდა, ასანოიამას დანაშაული თავიდანვე რომ ეღიარებინა. 

სუმოს ქართველ გულშემატკივრებს ასანოიამა 2019 წლის მაისის ბაშოდან ემახსოვრებათ. ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს მსაჯებმა შეცდომით წაართველს გამარჯვება (რაც შემდეგ სუმოს ასოციაციამ აღიარა) ასანოიამასთან ბრძოლაში. იმ მოგებით ტოჩინოშინი ასანოიამას ეწეოდა და ოძეკის ტიტულს ინაღდებდა. მაშინ ასანოიამა მე-8 მაეგაშირა იყო. ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული მაინც გაინაღდა, თუმცა იმპერატორის თასს ვეღარ შეწვდა, ის ასანოიამამ მოიგო. 

 

 




popsport.com

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები