იაპონიის სუმოს ასოციაციამ მძიმე სასჯელით დასაჯა 27 წლის ოძეკი ასანოიამა კოვიდ პროტოკოლის დარღვევისთვის. საქმე ისაა, რომ გამოძიებამ დაადგინა, ოძეკი 10-ჯერ შეამჩნიეს კირიამაში (ღამის კლუბისა და კაბარე კლუბის იაპონური ნაზავი), მაშინ, როცა სუმოისტებს კატეგორიულად ჰქონდათ აკრძალული კლუბიდან გასვლა.
იაპონიის სუმოს ასოციაციამ ასანოიამა 6 ბაშოთი (ერთი წლით) დასაჯა, მას 6 თვის განმავლობაში ხელფასს გაუნახევრებენ და რეიტინგში ადგილს არ შეუნარჩუნებენ. შესაბამისად, ასანოიამა 2022 წლის ივლისის ბაშოსთვის, სავარაუდოდ, მე-4 ლიგაში დაქვეითდება.
"ოძეკი უნდა იყოს მაგალითი სხვა სუმოისტებისთვის", - განაცხადეს ასოციაციის დირექტორებმა. სასჯელი უფრო მსუბუქი იქნებოდა, ასანოიამას დანაშაული თავიდანვე რომ ეღიარებინა.
სუმოს ქართველ გულშემატკივრებს ასანოიამა 2019 წლის მაისის ბაშოდან ემახსოვრებათ. ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინს მსაჯებმა შეცდომით წაართველს გამარჯვება (რაც შემდეგ სუმოს ასოციაციამ აღიარა) ასანოიამასთან ბრძოლაში. იმ მოგებით ტოჩინოშინი ასანოიამას ეწეოდა და ოძეკის ტიტულს ინაღდებდა. მაშინ ასანოიამა მე-8 მაეგაშირა იყო. ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული მაინც გაინაღდა, თუმცა იმპერატორის თასს ვეღარ შეწვდა, ის ასანოიამამ მოიგო.
popsport.com
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge