დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ირაკლი აბესაძე: გვსურს, ივანიშვილმა კარგად დაინახოს მის მიერ მოტყუებული საზოგადოება 21.10.2020 11:56

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოტყუებული საზოგადოება, ბედის ანაბარა დარჩა.


როგორც ირაკლი აბესაძემ რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში განაცხადა, დღევანდელი აქციით- „დაუპიპინე ბიძინასსურთ, რომ ივანიშვლის უკმაყოფილო ხალხის ხმა გააგონონ.


შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა ვერ უმკლავდება  და ვხედავთ, როგორ დრამატულად გაიზარდა ინფიცირებულების რიცხვი. მთავრობა ჩაფლავდა პანდემიასთან ბრძოლაში. ამ სიტუაციაში ჩვენ არ გვინდა ივანიშვილმა ჩათვალოს, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი გაქრა, იქიდან გამომდინარე, რომ სრული რეკომენდაციების დაცვით ვერ ხერხდება ხშირად ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ჩატარება.  


ამიტომ, დღეს, ჩვენ გამოვნახეთ ასეთი ფორმა, რომ ივანიშვილმა კარგად დაინახოს,  მის მიერ  მოტყუებული საზოგადოება, მისი ჩაფლავებული მთავრობის უკმაყოფილო საზოგადოება, რომელიც ებრძვის სიღარიბეს, გაზრდილ ფასებს, გაუფასურებულ ლარსა და გაზრდილ კრიმინალს. ეს ხალხი  ბედის ანაბარა დარჩა  კორონავირუსთან ბრძოლის პირობებშიც,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


მისი თქმით, საზოგადოება არ შეეგუება  უსამართლობას და 31 ოქტომბერს მხარს დაუჭერს გარდამტეხ ცვლილებებს.


ეს აქცია საქართველოს მთელი მასშტაბით იქნება, ყველა ქალაქსა და რეგიონში. დღის ბოლოს რეგიონებიდან შემოუერთდებიან თბილისში მოძრავ ასეულობით მანქანას და ერთობლივად დავანახებთ ივანიშვილს საზოგადოების პროტესტს,“- განაცხადა ირაკლი აბესაძე.


ევროპულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომარშიდაუპიპინე ბიძინას" გამართა. ავტომარშის მონაწილეები შემდეგ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებენ.

ავტომარში სახელწოდებითდაუპიპინე ბიძინას" დღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე გაიმართება.

დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები