დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ირაკლი ყიფიანი - ,,სახელწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია’’ 28.09.2020 17:18

საქართველოში დაბადებულ ბავშვს გაჩენისთანავე 7000 ლარიანი ვალი აქვს - აცხადებს ,,რეფორმების გუნდის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი ,,ჯორჯიან თაიმსთან საუბრისას.

მისი თქმით, 2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,758 მლრდ დოლარს ანუ 20,746 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 164,248 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6,594 მლრდ დოლარს ანუ 38 მლრდ ლარს აჭარბებს და ეს მაშინ , როდესაც საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებელი 8 წლის მანძილზე არ გაზრდილა მისი თქმით, ევროპული საფინანსო ინსტიტუტების კვლევების თანახმად, სახეზე გვაქვს არაეფექტური ხარჯვა და შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკურ რუქაზეც ჩვენი ქვეყანა 29 - ე პოზიციაზეა. რაც შეეხება, დახმარებას რომელიც მთავრობამ,პანდემიის დროს სოციალური პროგრამებისათვის, მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღო, ყიფიანის თქმით, სოციალური პოლიტიკა აქაც არასწორად წარიმართა.

,,მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებმა დახმარება მოგვცეს იმიტომ, რომ ლარი არ ჩამოქცეულიყო და არც მოსახლეობა  გაღატაკებულიყო. მთავრობას კრიტერიუმები სწორად, რომ განესაზღვრა სოციალურად დაუცველები და პენსიონერები 1000 ლარიან დახმარებას მიიღებდნენ, მით უფრო მაშინ, როცა ბიუჯეტში ამის რესურსი ანუ 1.5 მილ. ლარი არსებობდა - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

მისივე თქმით: ,,თუ აღებული ვალები არ დავხარჯეთ კონკრეტული რეფორმების დასაფინანსებლად, საბოლოოდ მივიღებთ სიღარიბეში დარჩენილ ქვეყანას დამატებითი ვალებით“ .

პანდემიის გამო, სახელწიფოს მიერ აღებულ ვალს და მისი გახარჯვის პოლიტიკას მართებულად მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე,

მისი თქმით, მთავრობა იძულებული გახდა, დახმარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის მიემართა. მისივე განცხადებით, ეს ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს და კურსზეც პოზიტიურად აისახება.

,, ქვეყნისათვის  პრობლემა ბიზნეს სექტორის მიერ აღებული საგარეო ვალია, რადგან ის მოკლევადიანია და  გაწერილი გრაფიკების თანახმად წლის ბოლოს უნდა დაიფაროს

 სწორედ ეს აწვება ჩვენს ეკონომიკას დიდ ტვირთად. სახელწიფოს მიერ აღებული საგარეო ვალი კი გრძელვადიანია და შესაბამისად დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ‘’ - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე ,, ჯორჯიან თაიმსთან'' საუბრისას 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები