დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა 24.09.2020 14:54

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში  შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.

ირაკლი შოთაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ექსპერტული დახმარებისთვის, რაც ეუთომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურას აღმოუჩინა. „შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ეუთოს და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები