დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ისეთ წრეში ვტრიალებდი, რომ ბრეჟნევისა და ანდროპოვის შვილები მეგობრობდნენ ჩემთან, რად მინდოდა ამათ ტილიანი ხმები - შალვა ნათელაშვილი 13.05.2021 22:25

„ნაწყენი ვარ ამომრჩეველზე, გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება შევწირე ამ ამომრჩეველს, რომელმაც ფურთხით დააფასა ეს ყველაფერი“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, 30 წელი გაატარა ბრძოლაში ქართველი ხალხისთვის და კიდევ ტალახს ესვრიან. მისი თქმით რასაც იმსახურებს საზოგადოება, ის მთავრობა ჰყავს.

„ამომრჩეველს ვამადლი თუნდაც ამას, იმიტომ რომ არაფერი მქონდა ამათი სახვეწარი არც ამათი ხმა მინდოდა, არც არაფერი, მე თანამდებობაც მექნებოდა, მილიარცებიც მექნებოდა და გავლენაც. ისეთ წრეში ვტრიალებდი, რომ ბრეჟნევისა და ანდროპოვის შვილები მეგობრობდნენ ჩემთან. რად მინდოდა ამათ ტილიანი ხმები, გადავყევი 30 წელი შევწირე მათ და კიდევ ამდენი პრეტენზიაა, ცილისწამება და ტალახია. ამიტომ, როდესაც საზოგადოებას 80% ასეა მოწამლული, ის 20% არის მოსაფერებელი, ღირსეული და ერის ბურჯი, იმათ გამო ვარ პოლიტიკაში და მათ გამო გავაგრძელებ ბრძოლას. 1 ადამიანიც რომ იყოს ღირსეული, იმის გამო უნდა მოკვდე კიდევაც“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა, რომლებიც მოგვიანებით პარლამენტში შევიდნენ. რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, მისი ლიდერის განცხადებით, არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

 


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები