დღე: 29

ღამე: 14

USD 2.6849

EUR 2.8804

ის ბეტონის ფილა, რომელზეც უცნობმა "ბრძნული" წარწერა დატოვა, უბრალო კედლის ნანგრევი არ გახლავთ! - მირიან ყარაულაშვილი 09.04.2021 22:05

მირიან ყარაულაშვილის პოსტი:

არ ვეხები არანაირად დღეს რიყეზე გამართულ შეკრებას - არ მინდა ვინმეს ნიშანი მოვუგო რაიმეზე... მაგრამ, ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა:
- ის ბეტონის ფილა, რომელზედაც შეხვედრის ( არ ვიტყვი არც მიტინგს და არც აქციას-როგორც გაგვაფრთხილეს!) ორგანიზატორმა აეროზოლის მისხმის საშუალებით "ბრძნული" წარწერა დატოვა, უბრალო ბეტონის ფილა ან უბრალო კედლის ნანგრევი არ გახლავთ! ეს ფილა გახლავთ ცნობილი ბერლინის კედელის რეალური ფრაგმენტი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალური დადგენილებით გერმანიის გაერთიანებასა და შესაბამისად, ბერლინის კედლის დანგრევაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისთვის გადასცეს საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მისი წარმომადგენლობით, ქართველ ხალხს!!! ე.შევარდნაძემ კი თავის მხრივ ეს სიმბოლური ჯილდო გადასცა საქართველოს დედაქალაქს! აი, ეს "ნანგრევი" დგას ევროპის მოედანზე, რიყეზე როგორც გერმანიის ხალხის სახელით გადმოცემული საჩუქარი საქართველოს და მის ხალხს , ბერლინის კედლის დანგრევის დროს მასზე გაკეთებული სხვადასხვა გრაფიტითა და წარწერით! და აი, ასე ვუფრთხილდებით და ვიცავთ სტრატეგიული მეგოაბრი ქვეყნის ოფიციალურ საჩუქარს !!! ძალიან ნათლად მაქვს წარმოდგენილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქართველოს საელჩოს და პირადად ელჩის რეაქცია ამის დანახვის დროს! არ გამოვრიცხავ მათი მხრიდან მომავალში გამოხატულ ოფიციალურ უკმაყოფილებასაც... გინდ გრიბოედოვის ოფიციალურ ძეგლზე დაგიწერიათ აეროზოლით " პოზნერ ხუილო" და გინდ გერმანიის სახელმწიფოს მიერ ამ ქვეყნისთვის საკრალური დღის აღსანიშნავად საქართველოსთვის ოფიციალურად გადმოცემულ ოფიციალურ ძეგლზე დაგიწერიათ ნებისმიერი ტექსტი აეროზოლით (შეგნებულად არ ვციტირებ მიჯღაბნილ ტექსტს!!!) - რა განსხვავებაა ?!
... სიმართლე ესაა და ვისაც არ მოსწონს- ცივი წყალი დალიოს!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები