დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 172 მლნ ლარი მიიღეს 25.09.2020 14:38

კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მლნ ლარს აღწევს,- ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, 25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

 

„ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ 13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

 

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები