დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

კახეთში ძლიერმა სეტყვამ და ქარმა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა 16.07.2020 01:07

კახეთში ძლიერმა სეტყვამ და ქარმა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. როგორც საქართველოს პირველ არხს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, სეტყვის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია მხოლოდ ორი სოფლიდანაა შემოსული. „სოფელი გავაზი და სანავარდო დაისეტყვა, მაგრამ ღამის განმავლობაში ზარალის ხარისხის გარკვევა შეუძლებელია და ამის შესახებ მხოლოდ ხვალ დილით გვეცოდინება“, – განაცხადა სესიაშვილმა. სეტყვამ და ძლიერმა ქარმა დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები. სოფელ კონდოლში საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავი. სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ სანიორეს, ნაფარეულს, რუისპირს და ვარდისუბანს. სოფელ სანიორის მოსახლეობა ამბობს, რომ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაზიანებულია. ამასთან, თელავში მშვიდობის ქუჩაზე ქარმა წააქცია რამდენიმე ხე. კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ქარისა და სეტყვისაგან დაზარალებულ სოფლებში ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები