დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

კონტრასტების ქვეყანა: მაულბურგელ ტურისტთა ჯგუფი საქართველოში სექტემბერში მიემგზავრება 03.07.2020 12:52

გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარის მთავარი გაზეთის „ბადიშე ცაიტუნგ“-ის («Badische Zeitung») დღევანდელ, 3 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია-განცხადება სათაურით „კონტრასტების ქვეყანა: მაულბურგელ ტურისტთა ჯგუფი საქართველოში სექტემბერში მიემგზავრება“, რომელშიც მოცემულია ბადენ-ვიურტემბერგის მხარის მაულბურგის კომუნის მოგზაურობის მოყვარულთა გეგმები.


 „საქართველოში წასვლა დაგეგმილია 24 სექტემბერს, ერთი კვირით, პირველ ოქტომბრამდე. მსურველებისთვის ჯერ კიდევ არის რამდენიმე ადგილი. ავიარეისი ციურიხიდან განხორციელდება თბილისის მიმართულებით“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


სტატიაში აღწერილია ტურისტული მარშრუტი: პირველი-მეორე დღე - თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, მესამე-მეოთხე დღე - საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ რეგიონში - კახეთში ყოფნა (ბოდბე, სიღნაღი, გრემი), მეხუთე დღე - გომბორის გავლით მცხეთაში (საქართველოს ძველ დედაქალაქში), საქართველოს სამხედრო გზა (ჟინვალი, ანანური, ყაზბეგი). მეექვსე-მეშვიდე დღე - გორის (იოსებ სტალინის სამშობლოს) დათვალიერება, გელათის ნახვა და ბათუმში ყოფნა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.badische-zeitung.de/maulburg/land-der-kontraste-x1x--187097204.html#downloadpaper

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები