დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, დედაქალაქის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის 15.07.2020 11:52

კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებთბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.

 

„ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და მოვისმინეთ მათი პრობლემები, მათი წუხილი. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალურიმხარდაჭერა და თანადგომაჰქონდეთ. ერთ-ერთი მიმართულება კულტურის სფეროა, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება იმისთვის, რომ აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რათა ეს რთული პერიოდი, პანდემია და COVID-19 მაქვს მხედველობაში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშეგაიარონ. შესაბამისად, ვიწყებთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას და დახმარებას, დაფინანსებას, იმისთვის, რომ  დედაქალაქში კულტურის სფეროს განვითარებასხელი შევუწყოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა.

 

„არსებობს რესტორნები და კლუბები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებითგარკვეული პრობლემები აქვთ. ჩვენ, მუნიციპალიტეტს ქალაქის სხვადასხვა ადგილზესხვასდასხვა ტერიტორია გაგვაჩნია. ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა, ანუბრალოდ ფართი. მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე,სანამ ეს პრობლემები არსებობს, გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განავითაროთ. შეიძლება ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შეიძლება უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და თქვენი პროექტების განხორციელება“,- განაცხადა კახა კალაძემ.ს

 

გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი - „თბილისის ცის ქვეშ“ წელსაც განხორციელდება.

 

„დავიწყებთ პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ განხორციელებას, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს პროგრამა გამოიყენონ და საზოგადოებას სხვადასხა სახის კონცერტი წარუდგინონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, დაფინანსების მზაობა დაადასტუროს. 

                                                                                      

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები