დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ლაშა დარსალია - ,,აზერბაიჯანული მხარისთვის ამ რუკის განხილვა სასურველი არაა'' 21.10.2020 17:37

გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოიკითხა.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვა მისი თავმჯდომარეობის პერიოდში კომისიის მუშაობის საკითხს ეხებოდა.

 

"ინფორმაცია ეხებოდა კომისიის მუშაობას ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში, რაც მოიცავს შარშან მაისიდან პერიოდს დღემდე. რაც შეეხება კითხვას, თუ რა მასალები გადავეცით აზერბაიჯანულ მხარეს, მოგეხსენებათ შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ 1938 წლის ხაზით. შესაბამისად, სხვადასხვა მასალები, რაც ჩვენს მიერაა მოძიებული ბოლო პერიოდის განმავლობაში, აზუსტებს, თუ სად შეიძლება პოტენციურად გადიოდეს ხაზი",-განაცხადა დარსალიამ.

 

მისი თქმით, წარადგინეს დოკუმენტები, რომელსაც კომისიის სხდომაზე განიხილავენ."ჩვენ ეს საკითხი სხვადასხვა ექსპერტებს შევაფასებინეთ და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დოკუმენტები არის რელევანტური",-განაცხადა დარსალიამ. რაც შეეხება, აზერბაიჯანულ მხარის პოზიციას, დარსალიას თქმით, მათ არ წარმოუდგენიათ არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განიხილონ აღნიშნული რუკა.

 

"ერთადერთი, რაც თქვეს ისაა, რომ მათთვის ამ რუკის განხილვა სასურველი არ არის",-განაცხადა დარსალიამ.მისი განმარტებით, ქართული მხარის ხელთ არსებული მასალები ღირებულია.

 

"მასალები არის ღირებული, ამას ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს. ეს მასალები უნდა განიხილოს კომისიამ. კომისიის სხდომაზე გამოჩნდება,თუ რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი შეფასებით, ის ძალიან მყარია",-განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები