ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო. მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა. აკვრაში ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველი ცდისთვის 245 კგ ჩაწერა. ქართველი გოლიათი შტანგასთან მშვიდად მივიდა და წონა დააფიქსირა. ამის შემდეგ გამოვიდა გორ მინასიანი (სომხეთი), რომელმაც 248 კგ ასწია და აკვრაში ლაშას გადაასწრო. თუმცა დროებით – ლაშა ტალახაძე 253 კგ-იან შტანგასთან მივიდა და ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა.

მესამე ცდაზე ტალახაძემ ახალ რეკორდს მიაღწია, 263 კგ დაძლია და ორჭიდში 485 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.

აქამდე ეს რეკორდი თავად ეკუთვნოდა – 484 კგ.