დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მაქსიმ შევჩენკო: ქართველებმა, უკრაინელებმა, რუსებმა თავად, ბატონების და პატრონების გარეშე უნდა განსაზღვრონ თავიანთი ბედი 04.06.2020 21:24

რადიო "ჯორჯიან თაიმსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსმა პოლიტოლოგმა, მაქსიმ შევჩენკომ, საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებული ურთიერთობების დასალაგებლად საქართველოს მთავრობამ პირდაპირი დილოგი უნდა დაიწყოს.

 

"აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხი უნდა გადაწყვიტონ თავად ქართველებმა. უნდა იყოს პირდაპირი კონტაქტები თბილისსა და სოხუმს შორის, უშუალო ურთიერთობები, უშუალო დიალოგი. ურთიერთობები უნდა დალაგდეს პირველ რიგში რეგიონის ერებთან.

 

რა თქმა უნდა, აფხაზეთი ეკონომიურად დამოკიდებულია რუსეთზე. რუსეთი აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების გარანტია. ამიტომ ვფიქრობ, სამხედრო პრობლემის გადაჭრა და აფხაზეთის „მოხრჩობა" საქართველოსთვის შეუძლებელია. საქართველოსთვის შესაძლებელია მხოლოდ საკითხის გადაჭრა პირდაპირი მოლაპარაკებებით.

 

მესმის იმ ქართველების, რომელთა გულები იმ ომის გახსენებაზე სიმწრით ძგერს, დამიჯერეთ, აფხაზებსაც აქვთ გასახსენებელი. ყველას აქვს გასახსენებელი. სამოქალაქო ომში ბევრი ბოროტმოქმედება ხდება.

 

მინახავს რამდენიმე სამოქალაქო ომი: იუგოსლავიის, ჩეჩნეთის და ა. შ. დრო გადის და ვხედავთ ერებს ევროპაში, რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ, რომელთა შორის სასტიკი შუღლი და მტრობა იყო, დღეს კი საკმაოდ კომფორტულად თანაარსებობენ.

 

ტკივილი ყოველთვის გვემახსოვრება, მაგრამ ასე თუ ისე გაივლის და მჯერა, ოდესმე კავკასიაშიც, ქართველებიც, აფხაზებიც და ოსებიც, იპოვიან საერთო ენას და შესაძლებელი გახდება მშვიდად მანქანით მგზავრობა ცხინვალიდან თბილისში, ან სოხუმიდან ფოთში, ან ბათუმში,  ან თბილისში.

 

ჩემი აზრით, არ არის მნიშვნელოვანი, სად რომელი იურისდიქციაა, თუ ერთმანეთში შეთანხმდნენ, როგორც ეს ხდება ევროპულ კავშირში", - განაცხადა შევჩენკომ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები