მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყეში შეინიშნება დაკვამლიანება და მობილიზებულია სამი ეკიპაჟი, 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მათი განმარტებით, მეხანძრე-მაშველები რელიეფის შესაბამისად იმუშავებენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge