დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მე არ მეძებოთ – მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით! - სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს 16.09.2021 16:01

„საქართველოს ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს იმ სკანდალით, რომელიც ადგილობრივი ქართული სპეცსამსახურის მიერ უცხოელი დიპლომატებისა (მათ შორის აშშ-ის საელჩოს პერსონალის) და ადგილობრივი პოლიტიკოსების, ასევე სამღვდელოების წარმომადგენლების სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენებმა გამოიწვია. ათასობით ფაილი, რომელშიც მოსმენების მასალებს შეიცავს, ოპოზიციური ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა. თანაც ეს მოხდა ორი კვირით ადრე მუნიციპალურ არჩევნებამდე, რომლის შედეგები ბევრად განაპირობებს ქვეყნის ხელისუფლების საკითხს სამომავლოდ“, - ნათქვამია რუსული გაზეთის „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველოს ხელისუფლებამ მოსმენებზე წაიბორძიკა: ახალი სკანდალი შეიძლება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ხელშემწყობი აღმოჩნდეს“ (ავტორი - გიორგი დვალი).


ის, თუ როგორ და საიდან ჩაუვარდათ ხელში ჟურნალისტებს სენსაციური მასალები, ამის შესახებ „კომერსანტის“ კორესპონდენტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესაუბრება. მედიამენეჯერის თქმით, მან და კიდევ ორი სხვა ტელეკომპანიის - „პირველისა“ და „ფორმულას“ ხელმძღვანელებმა ერთდროულად მიიღეს უცნობი წყაროს მიერ  (მისი IP-მისამართი კალიფორნიაშია რეგისტრირებული) გამოგზავნილი ფაილები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ მოქმედებას ასახავს. „ფაილების გახსნისას ვნახეთ უამრავი გაშიფრული სატელეფონო მოსმენები, ამონაწერები სოციალური ქსელებიდან, კონფიდენციალური წყაოროების საინფორმაციო შეტყობინებები და მოხსენებები... ამ ყველაფერს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ აკეთებდა“, - ამბობს ნიკა გვარამია, რომელსაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა და, შესაბამისად, უკრაინაში მყოფი ყოფილი ლიდერის სამშობლოში დაბრუნების მხარდამჭერია.


როგორც „მთავარი არხის“ გენდირექტორი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ფაილებში არსებული ინფორმაცია იმდენად დიდია, რომ ტელეარხის ჟურნალისტებმა ყველა დოკუმენტის გაცნობა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს. ნიკა გვარამიას თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ქართული სპეცსამსახური აშშ-ის ელჩს კელი დეგნანსაც უსმენდა: „დღევანდელი მთავრობისაგან და მისი უსაფრთხოების სამსახურისაგან ყველაფერი მოსალოდნელია“, - დარწმუნებულია „მთავარი არხის“ გენდირექტორი.


პუბლიკაციის ავტორის აზრით, მუნიციპალური არჩევნების წინ მომხდარი ასეთი სკანდალი, „ტოტალურ მოსმენებთან“ დაკავშირებით, მმართველი პარტიისათვის შეიძლება ზიანის მომტანი იყოს - არაა გამორიცხული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43% ვერ მოაგროვოს. და თუ კრიზისი დაიწყება, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში (პირველ რიგში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში), მაშინ მთავრობა ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისთვის ხელის შეშლას. ყოველ შემთხვევაში, ქართველი ექსპერტები ასეთ სცენარს ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევენ.


სტატიის ავტორი ესაუბრება ვახტანგ მაისაიას, რომლის თქმით, უცხოელი დიპლომატების მოსმენის გამო საქართველოს მთავრობას სერიოზული პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს, რადგან ვენის 1961 წლის კონვენციის თანახმად „დიპლომატიური ურთიერთობებეის შესახებ“, დიპლომატების მოსმენა უხეშ დარღვევად ითვლება. თუმცა ექსპერტს მომხდარი არ აკვირვებს: „აბა, სხვას რას უნდა ველოდოთ იმ მთავრობისაგან, რომელიც ორი ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე დამკვირვებლად ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარეს ლიუდმილა ერმოშინას იწვევს?, - ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა „კომერსანტთან“ საუბარში ვახტანგ მაისაიამ.


კიდევ ერთმა ექსპერტმა დავით ავალიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მომხდარი სკანდალი გაიხსენა, რომლის შედეგად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება დაკარგა: იგი არ გამორიცხავს, რომ „ამჯერად უკვე სიტუაცია „ნაციონალების“ სასარგებლოდ განმეორდეს, რადგან თუ ამ სკანდალის შედეგად „ქართული ოცნება“ დაეცემა, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება გარდაუვალი გახდება“. დავით ავალიშვილი ხაზს უსვამს, რომ „დიპლომატების საუბრების ფარული მოსმენა ხელისუფლების მდგომარეობას კიდევ უფრო ნეგატიურად წარმოაჩენს“.


„კომერსანტის კორესპონდენტი წერს, საქართველოს ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ძალიან ფრთხილად კომენტირებს სკანდალს, რომელიც ათასობით ფაილის გამოქვეყნებამ გამოიწვია. მთავრობა არ ჩქარობს მათი აუტენტურობის მთლიანად უარყოფას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარს მიხეილ სააკაშვილისა და მისი დამქაშების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა და მიანიშნა, რომ რომ უსაფრთხოების სამსახურის მასალების გაჟონვაში, სავარაუდოდ, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდი არის ჩარეული, რომელიც თავისი პოსტიდან თებერვალში გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა. მისი გარემოცვიდან ბევრ ადამიანს იმდროინდელი მთავრობის ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურშიც, მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ.


კიდევ ერთი ვერსიით, მასალების გამჟღავნება მოხდა უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თავი მოიკლა. ამ ვერსიას ირიბად ადასტურებს ჩანაწერი, რომელიც კომენტარის სახით ჟურნალისტებმა მიიღეს: „მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვით მაინც! ჯოჯოხეთში გელოდებით!“.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები