დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონსესუსი მხოლოდ იმიტომ არ შედგება, რომ მოსკოვმა ორივეს აუკრძალა მორიგება - ვაჟა შუბითიძე 04.03.2021 19:41

 

შარლ  მიშელის  წასვლის  მერე  აქ  განვითარებული  მოვლენები  პირდაპირ  მიუთითებენ  იმაზე,  რომ   მთავრობასა  და  ოპოზიციას   შორის  რეალური  მორიგება  და  კონსენსუსი  არ  შედგება   მხოლოდ  იმიტომ,  რომ  მოსკოვმა  ორივეს  აუკრძალა  მორიგება, - ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსს" პოლიტოლოგმა, ვაჟა შუბითიძემ განუცხადა.

 

"მიზანი  ერთია:  ეს  პერმანენტული  დაპირისპირება (რომელიც  ხელოვნურადაა  შექმნილი)  იმ  დონეზე  მივიდეს,  რომ  ან  გადაიზარდოს  სამოქალაქო  ომში.  (გამსახურდიას  დროსაც  მოსკოვმა  ხელოვნურად  შექმნა  დაპირისპირება  ომანიძის  საგარეო  საქმეთა  მინისტრად  დანიშვნით,  რაც  არც  კი  შეუთანხმა  ზვიადს  და  იმავდროულად  ოპოზიცია  წააქეზა  ომანიძისა  და  გამსახურდიას  წინააღმდეგ),  ან ისეთი  პოლიტიკური  და  ეკონომიკური  ქაოსი,  კოლაფსი  შექმნას  საქართველოში,  რომ   აშშ-ევროპამ  თავად  თქვას  უარი  აწეწილი  და  მათხოვრად  ქცეული  ქვეყნის  თავის  რიგებში  და  ნატოში  მიღებაში. 

 

ევროპის  თვალის  ასახვევად  პერიოდულად  შეიძლება  მოხდეს პატარ-პატარა  შეთანხმებები,   რომელიც  მალევე  დაირღვევა.   შეიძლება  შეთანხმდნენ  რიგგარეშე  არჩევნებზეც,  მაგრამ,  მივიღოთ  დღევანდელის  მსგავსი  სურათი,   ჩატარებული  არჩევნების  ისევ  არაღიარება  და  კვლავ  პერმანენტული  აქციები... აქედან  გამომდინარე,   აშშ-ევროკავშირმა   უნდა  იმოქმედონ  მკაცრად  და  გადაჭრით,  რათა  აქ  მალე  დამყარდეს  სტაბილურობა,  თორემ  ვიღუპებით!", - განაცხადა ვაჟა შუბითიძემ. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები