დღე: 29

ღამე: 14

USD 2.6835

EUR 2.8762

მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა 13.05.2021 23:54

მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი, ჩინეთი, ლიეტუვა, ამერიკის შეერთებულ შტატები, ესტონეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთში. ექსპორტის ზრდა ასევე აღსანიშნავია უკრაინაში, კანადაში, ყაზახეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში, თურქეთში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში. საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

განვლილ 4 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 10,2 მლნ ბოთლი ბრენდი და 195 ათასი ბოთლი ჭაჭა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენციის შესანარჩუნებლად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებს კვლავ ახორციელებს. ღონისძიებები, ძირითადად, დისტანციურ ფორმატებში იმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები