დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მიხეილ დუნდუა - საქართველო გადადის რეგიონული ლიდერობის ახალ ეტაპზე 19.01.2021 17:10

საქართველო გადადის რეგიონული ლიდერობის ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს მეტ ეკონომიკურ განვითარებას, მეტ ინვესტიციას უფრო უსაფრთხო გარემოში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე საუბრისას.

 

მისი თქმით, აშშ-ის სურვილია, საქართველოსთან პარტნიორობა კიდევ უფრო გააღრმავოს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში იქნება უფრო მეტი ინვესტიცია უფრო უსაფრთხო გარემოში.

 

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქით ქროქმა განაცხადა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა გადადის ახალ ეტაპზე, საფუძველი ეყრება საქართველო-ამერიკის ბიზნეს გეგმას.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ და საქართველო არა მხოლოდ სტრატეგიული მოკავშირეები არიან, არამედ საქართველო ხდება ამერიკის ბიზნეს პარტნიორი და ამერიკის ბიზნეს ოჯახის წევრი. ქვეყანა გადადის რეგიონული ლიდერობის ახალ ეტაპზე, რაც მომავალ ათწლეულში გულისხმობს მეტ ეკონომიკურ განვითარებას და დასავლური ინვესტიციების კონცენტრირებას საქართველოში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები