დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მიხეილ სააკაშვილი დასასვენებლად ყველას მარიუპოლში იწვევს 10.06.2021 16:00

 

გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონბასური გასტროლები: ზელენსკი - „მოკლე ჯავშანჟილეტში“, სააკაშვილი - „გრძელ ხალათში“ // „საქართველოს ექს-პრეზიდენტი დასასვენებლად ყველას მარიუპოლში იწვევს“ (ავტორი - ოლეგ ბაზაკი).


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


„ვლადიმერ ზელენსკიმ მშობლიური დნეპროპეტროვსკის ოლქის მონახულებისას დონბასშიც შევლაც გადაწყვიტა. მან ტვიტერში პათოსურად დაწერა - „ისევ დონბასში... ისევ წინა ხაზზე...“ ფოტოსურათზე ჩანს, რომ პრეზიდენტს საეჭვოდ მოკლე ჯავშანჟილეტი ჩააცვეს (რასაც ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი ჯიუტად „ლიფჩიკს“ უწოდებს). პრეზიდენტი ჯარისკაცებს შეხვდა და მათ უამბო, თუ რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება მშვიდობის შესანარჩუნებლად...


დაახლოებით იმავე დროს მარიუპოლში „წარმოდგენებს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავდა, რომელიც ამჟამად უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელ საბჭოს ხელმძღვანელობს. მასთან ერთად იყო საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ წევრი ალექსანდრე კაჩურაც.


ტელეკომპანია „უკრაინა-24’-ის ეთერში 30 წლის დეპუტატი და 53 წლის ექს-პრეზიდენტი უშუალოდ აზოვის ზღვის ნაპირიდან ქალაქ მარიუპოლის საინვესტიციო მიმზიდველობაზე საუბრობდნენ და ამ დროს  ორივე აბანოს თეთრ ხალათები ემოსათ.


უკრაინულ მასმედიაში გამოქვეყნებულ ფოტოს კომენტარი გაუკეთა „ეროვნული ანტიკრიზისული ჯგუფის“ მმართველმა ტარას ზაგოროდნიმ და მას „ორაზროვანი“ უწოდა, ხოლო რუსული „ნოვაია გაზეტას“ უკრაინელმა კორესპონდენტმა ოლღა მუსაფიროვამ მამაკაცების პიკანტურ სახეებში მათი ჩაცმულობის სრულიად შესაფერისი მიზანი დაინახა  - აზოვის ზღვაზე რაც შეიძლება მეტი არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები მიიზიდონ.


კიევის მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვიქტორ შლინჩაკმა კი ვარაუდი გამოთქვა, რომ სულ მალე, ალბათ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტელევიზია საუნაში გვაჩვენებს: „არ ვიცი, დაიმახსოვრებენ თუ არა მაყურებლები მის ნათქვამს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ის, თუ როგორ ფორმაში მყოფი ლაპარაკობს ამას საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ნამდვილად გაახსენდებათ“, - ირონიულად წერს პოლიტოლოგი“.


წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები