დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

მომავალი წლის იანვრიდან წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ 01.12.2020 19:06

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მომავალი წლის იანვრიდან სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ.

 

მისივე თქმით, სახელფასო დანამატი გაეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად.

 

"ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს, ძალაში რჩება", - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები