დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მოსკოვის ჩეხოვის ფესტივალში რობერტ სტურუას სპექტაკლიც მიიღებს მონაწილეობას 20.06.2021 19:23

მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად, საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი მოსკოვში თავის საპრემიერო სპექტაკლს გამართავს. „ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველ მაყურებელს შეგვიძლია ვუჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი, რომელიც ერთ-ერთი ბოლოა. არაჩვეულებრივი პიესა, არაჩვეულებრივი ავტორი და მგონია, რომ მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ“, - აცხადებს რეჟისორი რობერტ სტურუა.

რუსთაველის თეატრი მოსკოვში რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ ითამაშებს. „ახლა, როდესაც ჩვენ ვთამაშობთ ასეთ რთულ პიესას, გვაქვს რუსი მაყურებლის იმედი, რადგან რუს მაყურებელს უყვარს მოსმენა და გააზრება“, - აცხადებს მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი რუსულ მედიასთან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები