დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ნათია თურნავამ, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ახალი ტექნოპარკი გახსნა 28.10.2020 13:19

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

 

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

როგორც ტექნოპარკის გახსნაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, ბათუმის ტექნოპარკი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსაც მოემსახურება, ვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განხრით ახალი ცოდნის შეძენა სურს და უნდა, რომ ამ მიმართულებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

 

ზოგადად ჩვენი ხელისუფლება, სამთვრობო გუნდი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და დიდ რესურსს ხარჯავს განათლებაში. ცალკე მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებით ვეხმარებით, არის ინოვაციები და ტექნოლოგიები, IT განვითარება, კომპიუტერული პროგრამირება, სტარტაპები. იცით, რომ ახლახან მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საერთშორისო კომპანიის სტატუსი მიანიჭა აიტი კომპანიებს, რაც ნიშნავს საგადასახადო შეღავათებს. შედეგად, საქართველოში უკვე გადმოდიან მსხვილი აიტი კომპანიები, რომლებიც ჩვენს ნიჭიერ და კრეატიულ მოქალაქეებს დაასაქმებენ. ასე რომ, საქართველოს მასშტაბით მსგავსი ტექნოპარკების გახსნა  ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ცოდნის  ახალი კერა და ინოვაციური განათლების მიღების ადგილი ახალგაზრდებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ბათუმის       ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი). უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.


ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და . ,,ფრილანსერებისათვის", სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები