დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ნათია თურნავა - აჭარაში სარესტორნო ბიზნესი გაიხსნა მხოლოდ იმიტომ, რომ ინფიცირების სტატისტიკა დაბალია 22.01.2021 20:32

მთელ მსოფლიოში, სარესტორნო ბიზნესი ინფექციის გავრცელების კუთხით სარისკოა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ელემენტარული მიზეზის გამო, კვების დროს ადამიანები იხსნიან პირბადეს“, - აღნიშნა თურნავამ.

 

ამასთან ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, თუ რის საფუძველზე შემცირდა საქართველოში COVID19-ით ინფიცირების სტატისტიკა. „პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა. თუ არ ვცდები ეს მაჩვენებელი 75%-ს შეადგენს ბოლო მონაცემებით და ეს გვშველის. კების ინდუსტრიაში არის ეს სპეციფიკა, რომ იქ პირბადე არ იხმარება. მე იმის თქმა არ მინდა, რომ კვების ინდუსტრია არ უნდა გაიხსნას ახლო პერიოდში. ჩვენ ამ მიმართულებით, ფრთხილი ნაბიჯი გადავდგით აჭარაში, იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირების სტატისტიკა დაბალია“, - განაცხადა თურთავამ.

 

რაც შეეხება დიდ ქალაქებში სარესტორნო ბიზნესის გახსნას, თურნავას თქმით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ვითარება იქნება აჭარაში კვების ობიექტების გახსნის შემდეგ. „იმედი მაქვს, რომ თუკი ყველანი დავიცავთ წესებს, დადგება ის დრო როცა დანარჩენ ქალაქებშიც შევძლებთ სარესტორნო ინდუსტრიის გახსნას“, - აღნიშნა თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები