დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს 21.10.2020 16:53

სახელმწიფოს ტესტების საკმარისი რაოდენობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, წლის დასაწყისთან შედარებით, დღეს 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება ყოველდღიურად.

 

„წლის დასაწყისში თუ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, 12 000 ტესტი კეთდება დრეს ყოველ დღე. უბრალოდ, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიგონ, ვინ ექვემდებარება ამ ტესტირებას. ტესტის ჩატარებას თან უნდა ახლდეს გარკვეული წინაპირობები. იტესტებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სიმპტომები და ამ სიმპტომების არარსებობის გარეშე ტესტი ვერ ტარდება. რეკომენდაციები შეცვლილია. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ინფიცირებულთან კონტაქტისა და პირველი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ვისაც აქვს კოვიდის სიმპტომები და ოჯახის ექიმთან გადიან კონსულტაციას, ოჯახის ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში უტარდებათ მოქალაქეებს ტესტირება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები