დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ნატო უნდა გაფართოვდეს - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი 14.06.2021 17:59

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მხარი დაუჭირა.
 
„ნატო უნდა გაფართოვდეს, ვინაიდან თუ ნატოს გაფართოება არ ხდება, ამას ვიღაც სხვა აკეთებს და ეს კარგი არ არის. ეს ხელს არ უწყობს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა.
 
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
 
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს.
 
დღეს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები