დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა 16.10.2021 02:44

ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში, მსოფლიოს 36-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა. 

 

მატჩი სამ სეტში, ანგარიშით 6:4; 2:6; 6:4 დასრულდა და ბასილაშვილი მასტერსის ნახევარფინალში გავიდა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა.

 

აქამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერძენ მეტოქეს ორჯერ, 2019 წელს შეხვდა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

 

ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნახევარფინალში გასვლამ ნიკოლოზ ბასილაშვილს 360 სარეიტინგო ქულა და 335 000 $ შესძინა. ამჟამად იგი რეიტინგში 29-ე ადგილზეა, უინდიან-უელსის მასტერსის მოგების შემთხვევაში კი მე-17 ადგილზე გადაინაცვლებს

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები