დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ნინოწმინდის პანსიონის დახურვაზე არ არის საუბარი, დროთა განმავლობაში უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა – ანდრია ჯაღმაიძე 13.06.2021 15:55

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის. საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე – დაიხურება თუ არა პანსიონი, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანაზე.

 

„დახურვაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებთან მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო შექმნილ ვითარებას, ისე ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საკითხს.

 

„ჩვენი, საპატრიარქოს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა. მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხებათ ბავშვთა უფლებები – იუნისეფი, „ვორლდ ვიჟენი“. ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული. ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა, ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს, არ მოხდეს უტრირება, არ მოხდეს რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რათა ბავშვის ინტერესები არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინტერესებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები