დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებისგან მოითხოვს, პანდემია ფორსმაჟორად ცნოს 21.10.2020 13:00

 

პარტია „ერთიანი საქართველო“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს მოთხოვნით, რომ მთავრობამ პანდემია ფორსმაჟორად ცნოს და  მოსახლეობა მძიმე საფინანსო წნეხისაგან გაათავისუფლოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, ხვალიდან ყველა მეტროსადგურთან პარტიის წარმომადგენლები დადგებიან პეტიციაზე ხელმოწერისთვი. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდეს აღნიშნულ მოთხოვნას.

 

“კატეგორიულად მოვითხოვთ ხელოსუფლებისგან, რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. “ეროვნულმა ბანკმა” განაცხადა, რომ მომხმარებლებს კრედიტებს აღარ გადაუვადებს, ეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იმყოფება უკიდურეს მდგომარეობაში, რომელსაც დაემატა კორონავირუსისგან და უუნარო მთავრობისაგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. ივანიშვილი და მისი მთავრობა ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ფლობს იურიდიულ დეტალებს და უბრალოდ ბევრ მათგანს არ ახსოვს, რომ ყველა ხელშეკრულებაში წერია ფორსმაჟორული სიტუაცია, რა დროსაც თუ მთავრობა არ თაღლითობს, ბანკები ვალდებულნი არიან როგორც მინიმუმ გადაუვადონ კრედიტები მოსახლეობას, ჩამოაჭრან პროცენტებიც და ჯარიმებიც. ეს თაღლითობაა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა სესხები და არ ითვალისწინებს, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დიახ ეს არის ფორსმაჟორი, რასაც მალავს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობას დავუდგეთ მხარში”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები