დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ნოემბრიდან, რიგ ქვეყნებთან რეგულარული ფრენები აღდგება 20.10.2020 13:04

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან მიუნხენის, პარიზის, რიგის მიმართულებას, ნოემბრიდან, საქართველოს მთავრობა ფრენების სიხშირის გაზრდას სთავაზობს.

 

როგორც თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, მილანის, მიმართულებებზე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე ნოემბრიდან, რეგულარული ფრენები დაიწყონ.

 

„გამოიცა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად, ევროპული მიმართულებები, მათ შორის, ისეთი მიმართულებები, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა შეზღუდული ფორმატით რეისები, მათ შორის ჩარტერული. ახლა არის ღია რეგულარული ფრენების შესრულებისთვის. ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის - მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ კომპანიებს, რომლებიც ამ მიმართულებებს ემსახურებიან, გაზარდონ სიხშირეები. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - ამსტერდამს, ვენას, ვარშავას, ათენს, ვილნიუსს, დორტმუნდს, კატოვიცეს, მილანს, ამ მიმართულებებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდეც ასრულებდა რეისებს, დაიწყონ რეგულარული ფრენები. რაც შეეხება მეტ დეტალს, მაგალითად, რამდენჯერ იფრენენ კვირაში, რა სიხშირით და როდიდან განაახლებენ, ეს დიდად არის დამოკიდებული ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე. ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, გაუჭირდათ აქედან გამომდინარე, ისინი თვითონაც თვლიან როდიდან და რა სიხშირით დაიწყებენ ფრენას. ასევე დამოკიდებულია ჩვენს მიდგომებზე, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს ეტაპობრივი გახსნა. მთელ მსოფლიოში, ევროპაშიც და საქართველოშიც ახლა მეორე ტალღა არის, იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული. მეორე მხრივ, ჩვენი არჩევანი არის ადაპტაცია, ჩვენი არჩევანია იმდაგვარად ვებრძოლოთ პადემიას, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ამ ლოგიკაში ორგანულად ჯდება ფრენების ეტაპობრივი გახსნა, რაც მნიშვნელოვანია ვიზიტორებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესვიზიტორებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის მიერ დაანონსებულია 28-30 სიხშირის განხორციელება კვირის განმავლობაში.

 

„გამოიყენებს თუ არა ყველა ამ სიხშირეს ავიაკომპანია, ეს რა თქმა უნდა, მათ შიდა ვითარებაზე და ეკონომიკაზეა დამოკიდებული. ასევე, მგზავრთა ნაკადზე და მოთხოვნაზე. რამდენადაც ჩვენ ვიცით, დღეის მონაცემებით, „ვიზეარი“ აქტიურად გეგმავს ქუთაისიდან დამატებული ფრენების ათვისებას ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს მიმართულებებზე. თუმცა ისევ და ისევ, როდესაც პოლონეთზე ვსაუბრობთ, დამხვედრ ქვეყანასც თავისი შეზღუდვები აქვს, მაგრამ ჩვენ ვხსნით ამ ფრენებს. რაც შეეხება „რაინეარს“, ჩვენ მათი მოთხოვნის საფუძველზე დავუშვით თბილისი-მილანი. ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, მათ გლობალურად აქვთ გადაწყვეტილი რომ 70%-მდე შეამცირონ ფრენები. ჩვენ ძალიან გაგვეხარდება თუკი ისინი მალე აითვისებენ ამ მიმართულებას, მაგრამ როდიდან და რა სიხშირით დაიწყებენ ფრენებს, ამას თავად კომპანია გადაწყვეტს. ჩვენი მხრიდან ამის მწვანე შუქი მათ მივეცით“, - განაცხადა თურნავამ.

 

მინისტრის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები ხვალიდან კარანტინის რეჟიმისგან გათავისუფლდებიან, თუ ისინი საზღვარზე PCR ტესტს წარმოადგენენ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები