დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

პაატა ბაირახტარი: ერთთვიანი ეკონომიკური შეზღუდვები ჩვენნაირი ქყვენისთვის საჭირო არ იყო 30.09.2020 14:43

„ლარის კუსის ვარდნა იმ ფუნდამენტური უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროების განულებამ მოახდინა, რომელიც, პანდემიამ გამოიწვია“, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ეკონომიკის ექსპერტმა, პაატა ბაირახტარმა განუცხადა.

 

„მნიშვნელოვანი დარტყმა ლარისთვის აღმოჩნდა ის კაბალური შეზღუდვებიც, რომლებიც,  პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მიიღო  და რომლის აუცილებლობაც, საერთოდ არ არსებობდა“, - აცხადებს ბაირახტარი.  

 

ექსპერტის განმარტებით, ლარზე წნეხი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

 

„ლარზე დამატებითი წნეხი იქონია ერთის მხრივ, მისმა ჭარბმა ხარჯვამ სხვადასხვა სოციალური პროექტებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა, რომელშიც შეიძლება მოვიაზროთ საკოორდინაციო საბჭოს უკანასკნელი გადაწყვეტილება, როდესაც მათ, ახალი სანქციები დააანონსეს. ამან სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებში გარკვეული აჟიოტაჟი  და პანიკა შექმნა.


ამ ორ ფაქტორს დაემატა ისიც, რომ ეროვნული ბანკი, რომელიც ასეთ რეალობაში  ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების ერთადერთ წყაროდ რჩება, ისეთი ტრანშებით ვეღარ აწვდის ბაზარს უცხოურ ვალუტას, რისი საჭიროებაც მას გააჩნია“.

 

ექსპერტი დასძენს, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების საჭიროება, ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რეალურად არ არსებობდა. ერთი თვით ეკონომიკის გაჩერების შემდეგ, ძალიან ბევრი სექტორი, ძველ რეჟიმში ვეღარ დაბრუნდა:

 

„ჩვენ არაერთი დაპირობა მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კაბალური შეზღუდვები იმისთვის იყო საჭირო, რომ შემდეგში ეკონომიკა გაგვეხსნა, - ტურისტული სექტორი არ შეგვეზღუდა. თუმცა, ეს ასე არ მომხდარა. დაპირება დაპირებად დარჩა  და სწორედ ამ  შეზღუდვებმა იქონია გავლენა იმაზე, რა შედეგიც დღეს გვაქვს“, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები