დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოურჩილებლობის აქცია დაიწყო 24.01.2021 20:52

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოურჩილებლობის აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართბიან. მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით: „ხალხს შია“, „ხელები შორს აქტივისტებისგან“, „თავისუფლება ირაკლი ფანგანს“.

აქტივისტები დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მათ გაუქმებას მოითხოვენ. დღეს აქციის მონაწილეები დაარღვევენ „კომენდანტის საათს“.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქართული ოცნების ოფისიდან გადაინაცვლებენ შსს- სთან, სადაც ირაკლი ფანგანის პატიმრობას გააპროტესტებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები