დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პარლამენტში მაგიდებზე ფეხით სიარული „ხულიგნობა“ არ იყო? - რამაზ საყვარელიძე 23.07.2021 16:27

 

"ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საბრძოლველად თბილისის მერი კახა კალაძე უკვე მეორედ წარადგინა. მმართველმა გუნდმა კალაძე კვლავ მერობის კანდიდატად დაასახელა და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის გამარჯვებას მოიპოვებს. ოპოზიციას კი ახალი დილემა აქვს - ვინ უნდა იყოს მათი კანდიდატი, რომ კალაძის დამარცხება შეძლოს? „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად ნიკა მელია განიხილება, მაგრამ, ის, ამ პოზიციაზე ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა.


ამასთანავე, დაძაბული ვითარებაა პარლამენტშიც. „ნაციონალური მოძრაობისწევრი, დეპუტატი ნონა მამულაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკუთარ მაგიდაზე ავიდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, პროტესტი ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატით ხელებაწეულმა გამოხატა.


ოპოზიციონერი დეპუტატის ქცევას უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა. „ქართული ოცნებისდეპუტატებმა მამულაშვილს ჯერ მაგიდიდან ჩამოსვლისკენ მოუწოდეს და ქცევის წესები შეახსენეს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ის მაგიდიდან ჩამოსვა.


იმავე დღეს, პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.  ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც.


ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა, უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ისე გამოიყვანა.


აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.


ქვეყანაში მიმდიარე პოლიტიკური მოვლენები ჯორჯიან თაიმსთან პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განიხილა.

 

-  როგორი კანდიდატია კახა კალაძე და რა შანსები აქვს მას არჩევნებში?

 

მერობის კანდიდატის შეფასებისას ყოველთვის გასათვალისწინებელია მისი კონკურენტი, რომელიც კახი კალაძის შემთხვევაში ჯერჯერობით არ ჩანს. ვფიქრობ, არც გამოჩნდება ისეთი, რომელიც შეფასებას შეცვლის. ბევრი აღნიშნავს და მეც ვუერთდები იმ აზრს, რომ თბილისს დიდი ხანია ასეთი ენერგიული მერი არ ჰყოლია. მისი მერობის განვლილი პერიოდი მისივე სასარგებლოდ მუშაობს, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კახა კალაძე ცნობილი პიროვნებაა და საკუთარი პარტიის უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. ეს დამატებითი ფაქტორები მისი გამარჯვების შანსს კიდევ უფრო აძლიერებს .

 

როგორც ვიცით,ნაციონალური მოძრაობისკანდიდატად ნიკა მელია განიხილება. კიდევ ვინ შეიძლება დაუპირისპიროს კახა კალაძეს ოპოზიციამ?

 

ნიკა მელია არ მიმაჩნია კალაძის ძლიერ კონკურენტად, ის მარცხისთვისაა განწირული, თუ დათანხმდა  იმას, რომ შევიდეს ამ ორთაბრძოლაში. მე უფრო გირჩის პოზიციას ვიზიარებ. იმას, რომ  ოპოზიციისთვის ამ ორთაბრძოლაში შესვლა წამგებიანიამათთვის საერთოდ უფრო მომგებიანი იქნება ის, რომ თბილისის მერობაზე კანდიდატი არ დააყენონ, რადგან მარცხი ყოველთვის მარცხია და რეიტინგებზე ცუდად მოქმედებს.


გააჩნია როგორი სტრატეგიით იხელმძღვანელებს ოპოზიცია. მან შეიძლება დათმოს ერთი, მაგრამ, მოიგოს მეორეოპოზიციამ უნდა გაიხსენოსრომ მიშელის დოკუმენტის გათვალისწინებით, ოცნებამ თუ ვერ მიაღწია 43%-მდე, ხელახალი არჩევნები დაინიშნება. შეიძლება მთელი ძალების მობილიზება ამისკენ წარმართოს და იბრძოლოს იმისთვის, რომ მოიგოს  რეგიონებში. არ შეალიოს მთელი თავისი ძალები მარცხს და იბრძოლოს იქ, სადაც შეიძლება მოიგოს. ეს ვარიანტი ოპოზიციისთვის უფრო გააზრებული მეჩვენება. თუმცა, ამ ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია დიდად გააზრებულად არ ფიქრობს.


როგორ მოქმედებს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის იმიჯზე?

 

ეს პროცესები, რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს. ერთადერთი გვშველის ის, რომ ბევრგან არის ანალოგიური მდგომარეობა.  მაგრამ,  ასეთი ფაქტები არ არის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც პარალამენტარიზმის დიდი ისტორიით, ან მაღალი კულტურით დაიკვეხნიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის, ამ ბევრში იგულისხმება დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნებივფიქრობ, არცერთი ქვეყნისთვის ხელჩართული ბრძოლა პარლამენტში პოზიციურად არ აღიქმება.

 

როგორ შეაფასებდით თეა წულუკიანის გუშინდელ საქციელს? შეიძლება მას დაედოს პოლიტიკური ან სამართლებრივი სარჩული? თუ უბრალოდ ხუმრობა იყო?

 

რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო. თუხულიგნობსერთი მხარე, მეორემ რატომ არ უნდა გააკეთოს ეს?! პარლამენტში მაგიდებზე ფეხით სიარულიხულიგნობაარ იყო? ის ნორმალური ხომ არ იყო? წულუკიანმა მხოლოდ მიკროფონი გამოართვა. აქ ის არის, რომქართული ოცნება“ „მორიდებულადიქცევა და ფაქტია, რომ აგრესიული არ არის, როგორცნაციონალური მოძრაობა“. ისინი ხომ გარბიან და ჩივიან, თუ რატომ ჩამოიყვანეს მაგიდებიდან. აქაც შეიძლება იჩივლოს - რატომ წამართვა მიკროფონიო. „ქართულმა ოცნებამრომ იჩივლოს - რატომ დარბოდანაც.მოძრაობამაგიდებზო და კიდევ სხვა ბულინგის მეთოდებზე, შეიძლება, გაიშვიათდეს ასეთი ფაქტები და მხარეებმა ასეთი ტიპის ხერხებს არ მიმართონ.  წულუკიანის მხრიდან ეს საპასუხო ქცევა იყო. ის არსად ასე არ მოქცეულა. მისი მხიარული გამომეტყველებიდან ჩანდა, რომ ეს სერიოზული ნაბიჯი კი არა, ხუმრობა იყო. თუ ამაზე ოპოზიცია საჩივარს გააკეთებს, ესეც მათთვის წამგებიანი იქნება. თუ იუმორის გრძნობა არა გაქვს, შესაბამისად, პოლიტიკაში არ უნდა იყო.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები