დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

პრემიერი - თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, აგიტატორს და კოორდინატორს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში 26.11.2020 15:28

თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, აგიტატორს და კოორდინატორს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში, ეს არის მათი ოჯახის წევრების, საახლობლო წრის და მეგობრების დაცვის მექანიზმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს მთავრობის მხრიდან რეკომენდაციაა და მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები დაავალდებულონ, რომ გადავიდნენ კარანტინში.

 

„ეს საკითხი განიხილებოდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის რეკომენდაცია, ჩვენ არ შეგვიძლია პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესში დავავალდებულოთ, რომ გადავიდნენ კარანტინში. ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკური აქტივისტები, აგიტატორები, ან კოორდინატორები თვეების განმავლობაში უდიდესი მობილობის მატარებლები არიან, არჩევნების დასრულების შემდგომ მათი 1 კვირა იზოლაციაში გადასვლა არის სწორი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ ყველას, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, აგიტატორს და კოორიდნატორს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში, ეს არის მათი ოჯახის წევრების, საახლობლო წრის და მეგობრების დაცვის მექანიზმი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები