დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ჟოზეპ ბორელი აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, რომელსაც სურს, რომ „დიდი შვიდეულის“ მომავალ სამიტზე რუსეთიც დაპატიჟოს 02.06.2020 20:48

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აკრიტიკებს, რომელსაც სურს, რომ „დიდ შვიდეულის“ (G7) მომავალ სამიტზე რუსეთიც დაპატიჟოს. ბორელის თქმით, რუსეთი ვერ შეძლებს „დიდ შვიდეულში“ დაბრუნებას მანამდე, ვიდრე კურსს არ შეიცვლის. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. უმაღლესი კომისრის განცხადებით, ამერიკას, როგორც „დიდი შვიდეულის“ სამიტის მასპინძელ ქვეყანას, წელს შეუძლია, ერთჯერადი მოსაწვევის გაგზავნა შეხვედრებისთვის, რომლებიც ამ ღონისძიების ფარგლებში გაიმართება, მაგრამ არ შეუძლია მისი ფორმატის შეცვლა.

 

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 მაისს გააჟღერა იდეა, „დიდი შვიდეულის“ 46-ე სამიტი, რომლის გამართვა ზაფხულის დასაწყისში იგეგმებოდა, შემოდგომისთვის გადაიდოს და მისი ფორმატი გაფართოვდეს G10-მდე ან G11-მდე მასში რუსეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის და ავსტრალიის მიწვევით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები