დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ჟურნალისტი პოლიციას ბინაში მოტყუებით შესვლაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს 19.06.2021 23:05

ბლოგერი და ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ამოქმედდა შვილით მისი დაშინების მცდელობის უბინძურესი სქემა და დასახმარელად პრემიერ-მინისტრს და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს:   

 

 

 

დღეს, 19 ივნისს, როდესაც საცხოვრებელი ბინიდან გავედით მე და ჩემი ქალიშვილი, ანა თაყაიშვილი, ხოლო ჩემი 3 წლის შვილიშვილი სასერნოდ წაიყვანა ძიძამ და ბინაში მარტო იმყოფებოდა მხოლოდ 77 წლის დედაჩემი, მზია ბარამიძე (მას ორივე თვალზე აქვს გლაუკომა და, შესაბამისად, მხედველობის პრობლემა), დაახლოებით, 17 საათზე, ბინაში დედაჩემს მოტყუებით შემოეჭრა ორი პირი, რომლებსაც ეცვათ შავი მაისურები, წარწერით "შსს". ბუნებრივია, არ წარმოუდგენიათ არც თავიანთი მოწმობები და არც შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ჰქონდათ ბინაში შემოსვლის უფლება. ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს მოსახლეობის აღწერა და მოიტყუეს, რომ იყვნენ უბნის ინსპექტორები. დაინტერესდნენ მხოლოდ ჩემი ქალიშვილის მონაცემებით (თუმცა უბნის ინსპექტორების მიერ ჩატარებული აღწერის მიზანი სწორედ ფაქტობრივი მცხოვრებლების დადგენაა და არა საჯარო რეესტრის მონაცემების შემოწმება, მაგრამ ჩემ შესახებ, მე სხვაგან ვცხოვრობ იურიდიულად, არაფერი უკითხავთ). თვალის ახვევის მიზნით, ვითომ აღწერეს სართულის დანარჩენი სამი ბინაც და ამით მათი "აღწერა" დასრულდა (შევამოწმე ინფორმაცია მეზობლებთან).

რადგან ვითარება მეჩვენა საეჭვოდ (მე ვთანამშრომლობ და ვიცნობ უბნის ინსპექტორებს), გამოვიყენე ჩემი პროფესიული უნარები, დავადგინე ორივე პირის ვინაობა (უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, არ ვწერ საჯაროდ) და ისიც, რომ ორივენი არიან ე. წ. "ოპერები", რომელთა საქმიანობის სფეროა კრიმინალების გამოვლენა და მათ შორის, ყველაზე ბინძური საქმეების შემსრულებლობა ("ჩადება" და მისთანანი).

არ გამოვრიცხავ, რომ მათ ჩემს ფაქტობრივ საცხოვრებელ ბინაში დაამონტაჟეს ე. წ. "ჟუჩოკი", რაც მომავალში ჩაფიქრებული ბინძური სქემის ამოქმედებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. მაქვს ვიდეო-ჩანაწერიც (ახლომდებარე ვიდეო-კამერებიდან) და მყავს ცოცხალი მოწმეებიც, რომლებიც ზემოაღნიშნულ პირებს კიდეც ამოიცნობენ.

საეჭვოდ დაემთხვა ეს მოტყუებით შემოჭრა (არადა გადასარევად ვიცი, როდის და რისთვის უშვებენ ბინებში ე. წ. "ოპერებს") ჩემ მიერ ბოლო ორი დღის განმავლობაში სატელეფონო საუბრებში ორი წლის წინანდელი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შესახებ საუბარს და მაქვს ეჭვი, რომ ეს არიც ჩემი შვილით დაშინების გზით ჩემი გაჩუმების მცდელობა. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსად არაპროფესიულად ჩატარებული ოპერაცია განხორციელებულია არა უმაღლესი, არამედ საშუალო რგოლის მიერ, რომელიც გარეულია იმ დანაშაულში, რომლის შესახებაც მე მაქვს ინფორმაცია.

მოვითხოვ:

- გაირკვეს, რა უფლებით მოხვდნენ ჩემს საცხოვრებელ ბინაში ქუჩის კრიმინალთან მებრძოლი ოპერატიული მუშაკები 77 წლის, ნახევრად უსინათლო ქალის მოტყუებით!

- რა მიზანს ემსახურება მათი უკანონო აქტივობა!

- და, ბუნებრივია, დაცვას ჩემი, ჩემი შვილისა და შვილიშვილის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის!

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები