დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რადგან უკრაინამ საჰაერო სივრცე დაგვიხურა, ჩვენც სამაგიეროს გადავუხდით: მივიღეთ დადგენილება, უკრაინის თვითმფრინავებს ჩვენი სივრცით სარგებლობა აეკრძალოთ - ალექსანდრე ლუკაშენკო 20.06.2021 18:14

ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა მინსკის ბავშვთა კლინიკის მედპერსონალთან:
„ჩემი აზრით, უკეთესია ადამიანმა საკუთარ ქვეყანაში დაისვენოს და იმოგზაუროს, თუმცა ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ვინმეს ოჯახთან, ბავშვებთან ერთად შავ ზღვაზე სოჭში ან ბათუმში ჩასვლა უნდა, ან თურქეთში და უფრო შორს, სამხრეთის ზღვებისკენ...
სხვათა შორის, თურქეთს რაც შეეხება... აი, ხომ ხედავთ, რა საძაგლად მოიქცა უკრაინა. ჩვენ მის მოქალაქეებს ვმკურნალობთ და მომავალშიც ვუმკურნალებთ, კიევმა კი (ხალხი არაფერ შუაშია!) ჩვენი თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა... ახლა გვიწევს ფრენის დროს 40-45 წუთიანი რკალის გაკეთება [რუსეთის საჰაერო სივრცეში], რომ თურქეთში ჩავფრინდეთ. თურქული ავიაკომპანია კი ჩვენთან ისევ ძველი მარშრუტით დაფრინავს, უკრაინის სივრცის გამოყენებით. ჩვენ მოლაპარაკებას დავიწყებთ, რომ ავიაკომპანიები თანაბარ პირობებში იყვნენ. ანუ თურქებმაც რუსეთის ტრანზიტით უნდა იფრინონ. რადგან უკრაინამ საჰაერო სივრცე დაგვიხურა, ჩვენც სამაგიეროს გადავუხდით: მივიღეთ დადგენილება, რომ უკრაინის თვითმფრინავებს ჩვენი [სივრცით სარგებლობა] და აეროპორტებში დაფრენა აეკრძალოთ“.



მოამზადა სიმონ კილაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები